Media logo

გახდი “აი, ფაქტის” მხარდამჭერი - დაიცავი დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკა საქართველოში

გჯერა, რომ საქართველოს სჭირდება უშიშარი, დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტები? “აი, ფაქტი” იკვლევს კორუფციას, ავლენს დაფარულ სიმართლეს და იმ ადამიანებს აძლევს ხმას, ვინც სხვაგვარად უხილავი დარჩებოდა. მაგრამ ამას მარტო ვერ გავაკეთებთ - შენი დახმარება გვჭირდება.

მხარდაჭერა შეგიძლია დაიწყო თვეში მხოლოდ 5 ლარიდან, შეუერთდე ჩვენს მხარდამჭერთა საზოგადოებას, მიიღო სარგებელი და თან დაგვეხმარო, გავაგრძელოთ ჩვენი მისია.

აირჩიე სასურველი თანხა

წევრობა

რატომ უნდა დაგვაფინანსო?

  • ვამხელთ კორუფციას, რომელიც ხალხის ფულს იპარავს - ვამოწმებთ ტენდერებს, ბიუჯეტებსა და პოლიტიკოსთა დაპირებებს.
  • ვაღწევთ შედეგს - ჩვენ გამოძიებებს მოჰყვება გაუქმებული საეჭვო გარიგებები, შეკეთებული გზები, დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ადამიანთა დაცული უფლებები.
  • ჩვენ მივდივართ იქ, სადაც სხვა მედიები არ მიდიან - ვიკვლევთ ადამიანების გამოწვევებს და საჭიროებებს რეგიონებში.
  • მივდივართ იქ, სადაც არავინ სხვა - ჩვენი გუნდი თბილისსა და ქუთაისში იძიებენ სხვა მედიების მიერ მივიწყებულ თემებს
  • ვრჩებით დამოუკიდებელი - პოლიტიკური და კორპორაციული გავლენისგან. ჩვენი ძალა მხოლოდ მკითხველების და შემომწირველების მხარდაჭერაშია.
  • ვრჩებით გამჭვირვალე - ზუსტად დაინახავ, როგორ გამოვიყენებთ შენს დახმარებას გამოძიებებში.

ჩვენი მისია

„აი, ფაქტი“ არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტური ორგანიზაცია, რომლის მისიაცაა ფაქტებზე დაფუძნებული, სიღრმისეული და ეთიკურად მაღალი სტანდარტების მქონე ჟურნალისტიკის შექმნა. ჩვენი მიზანია:

  • გამოვავლინოთ კორუფცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები;
  • დავიცვათ საჯარო ინტერესები და დავამკვიდროთ გამჭვირვალობა სახელმწიფო და კერძო სექტორებში;
  • მოქალაქეებს მივაწოდოთ სანდო ინფორმაცია შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო ჟურნალისტურ სტანდარტებზე დაყრდნობით და აქტიურად ვთანამშრომლობთ გლობალურ საგამოძიებო ქსელებთან, მათ შორის OCCRP-სთან, რათა ადგილობრივი ამბები საერთაშორისო კონტექსტშიც მოხვდეს.

ჩვენი მისია
გამოიწერე "აი, ფაქტი"
"აი, ფაქტის" სიახლეების გამოსაწერად ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა