top banner mobile

სიმართლის 200 მცველი. შენც ხარ მათ შორის?

საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა იმ ადამიანების მხარდაჭერაზე დგას, ვისთვისაც სიმართლე მნიშვნელოვანია. შემოუერთდი „აი, ფაქტის“ საზოგადოებას და დაგვეხმარე, წლის ბოლომდე 200 წევრს მივაღწიოთ. ასე შევძლებთ, რომ კრიტიკული გამოძიებები არ გაჩერდეს.

9წევრიჩვენთან

დაგვეხმარები ამ მიზნის მიღწევაში?

9 უკვე შემოგვიერთდა, დარჩა 191

გახდი „აი, ფაქტის“ საზოგადოების წევრი

„აი, ფაქტმა“ ე.წ. ქომუნითის მშენებლობა დაიწყო — სივრცის, სადაც ფაქტებისა და სიმართლის მოყვარული, კრიტიკულად მოაზროვნე, გამჭვირვალობისა და პროგრესის მხარდამჭერი ადამიანები ერთიანდებიან. თვეში მხოლოდ 20 ლარად შეგიძლიათ გახდეთ ამ სივრცის ნაწილი, მიიღოთ ბენეფიტები, მხარი დაუჭიროთ „აი, ფაქტის“ მისიას და საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მედია გააძლიეროთ.

ჩვენ ვამხელთ კორუფციას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, ხალხის ფულის განიავება-მითვისებასა და სამსახურებრივ გულგრილობას. თქვენამდე ყოველთვის მოგვაქვს გადამოწმებული, ფაქტებზე დამყარებული ინფორმაცია. ჩვენი სტატიები ხან პატარა სოფლის პრობლემებს ეხება, ხან კი — საერთაშორისო მნიშვნელობის თემებს.

სწორედ ჩვენ გიყვებოდით თაღლითური ქოლ-ცენტრების შესახებ, ვამხილეთ გურიაში მცხოვრები რუსი ჯაშუშები, რომლებიც ვითომ კოსმოდრომის აშენებას გეგმავდნენ (და ჩვენი სტატიის შემდეგ საქართველოში აღარც დაბრუნებულან). დეტალურად აღვწერეთ გელათის ნგრევის ქრონიკები და გავასაჯაროვეთ ნამახვანჰესის დამალული კონტრაქტი. ჩვენი გამოძიებების შედეგად, ყულევის პორტში რუსული ნავთობით დატვირთული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები ვეღარ შემოდიან. ამას ემატება უამრავი ლოკალური მნიშვნელობის ამბავი, დაგებული გზა თუ შეჩერებული უკანონო მშენებლობა.

მოსაყოლი კიდევ ბევრია. თქვენგან მიღებული საწევრო კონტრიბუციით ჩვენ ამ მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელებას შევძლებთ.

ჩვენი საუკეთესო ნამუშევრები

ხშირად დასმული კითხვები

„აი, ფაქტის“ გამოძიებები ნებისმიერი მკითხველისთვის ღია იქნება?

დიახ. გამომწერებისა და ე.წ. „ქომუნითის“ წევრების მიერ გადახდილი თანხა სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და სიმართლე ყველას ეკრანზე ჩანდეს.

რაში გჭირდებათ მკითხველისგან, გამომწერებისგან, „ქომუნითის“ წევრებისგან მიღებული თანხა?

თქვენი ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ ვაფინანსებთ სოფლებში ტრანსპორტირებას, ინფორმაციის მოგროვებას, რეპორტინგს, ფაქტების გადამოწმებას, მასალის რედაქტირებას, ვიდეოს მომზადებას. ამის გარეშე დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ვერ იარსებებს, თან იმ მოცემულობაში, როცა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო, საერთაშორისო დაფინანსების მიღება შეზღუდული გვაქვს. ჩვენი ძირითადი შემოსავლის წყარო კომერციული ღონისძიებები და მხარდამჭერებისგან მიღებული თანხებია.

შემიძლია, ერთჯერადად ჩაგირიცხოთ თანხა?

რა თქმა უნდა და ძალიან მადლიერები ვიქნებით. ზემოთ, თანხის გადარიცხვის ველში შეგიძლიათ ერთჯერადი გადარიცხვა აირჩიოთ.

შემიძლია, შევცვალო ან გავაუქმო არსებული ყოველთვიური გამოწერა?

დიახ, ეს შესაძლებელია. უნდა მიჰყვეთ ვებგვერდზე თქვენ პირად სივრცეში არსებულ ინსტრუქციას. სირთულეების შემთხვევაში უნდა დაგვიკავშირდეთ ამ მეილზე membership@ifact.ge და ჩვენ დაგეხმარებით.

რამდენად უსაფრთხოა თანხის გადახდა? ჩემი პირადი მონაცემები ხომ არ გამჟღავნდება?

ჩვენი გამომწერების შესახებ ინფორმაცია სრულად არის დაცული და ვერ მოხვდება მათ ხელში, ვისთანაც არ უნდა მოხვდეს. ამაზე პასუხისმგებლობას გამომძიებელი ჟურნალისტები იღებენ. ის ადამიანები, რომლებმაც ინფორმაციის ფასი ყველაზე უკეთ იციან და მისი დაცვაც კარგად შეუძლიათ.

როგორ გავიგო, რაში ხარჯავს „აი, ფაქტი“ მკითხველისგან მიღებულ შემოსავალს?

ჩვენ ყოველთვიურად ვუზიარებთ ჩვენ გამომწერებს ინფორმაციას „აი, ფაქტის“ მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებებზე, ვიდეოამბებსა და მთავარ მიგნებებზე. ჩვენ გვინდა, რომ ხალხი, რომელიც ამ საქმეს შესაძლებელს ხდის და მხარს უჭერს, „აი, ფაქტის“ მიღწევების შესახებ მუდმივად ინფორმირებული იყოს.